28.03.2024
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე: პოლიტიკურ სპექტრს ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი -აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ანტიდასავლურია

„პოლიტიკოსებმა ჩაგვაყენეს ვითარებაში, რომლის თანახმადაც უნდა ვეხვეწოთ მათ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების   დოკუმენტს, განმუხტონ კრიზისი და შევიდნენ პარლამენტში.  ძალიან სამწუხარო და გასაბრაზებელია, რომ ხალხი, რომელიც პოლიტიკური პოზიციების და დღის წესრიგის დამკვეთი უნდა იყოს, მძევლად ყავს აყვანილი პოლიტიკურ სპექტრს,“ – ასე გამოეხმაურა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის მიერ ქართულ პოლიტიკური სპექტრის მიმართ საქართველოში შექმნილი ვითარების დარეგულირების მიზნით დამატებით წინადადებების შეთავაზებას.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს შუამავლობისთვის. ჩვენს ისტორიას პოლიტიკურ პროცესებში ევროკავშირის ასეთი სერიოზული და ღრმა ჩართულობა არ ახსოვს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი ძალიან დაინტერესებულია თუ რა მოხდება საქართველოში და გვაქვს პერსპექტივა,  რომ ევროკავშირის სამეზობლოდან უფრო სერიოზულ ურთიერთობებზე გადავიდეთ. ამ ფონზე ჩვენმა პოლიტიკოსებმა ჩაგვაყენეს ვითარებაში, რომლის თანახმადაც უნდა ვეხვეწოთ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების   დოკუმენტს, განმუხტონ კრიზისი და შევიდნენ პარლამენტში. სოცქსელებში და მედიაში ჩანს კარგად კრიზისისგან დაღლილი მოსახლეობის მიმართვა, რომ მოაწერონ პოლიტიკოსებმა ხელი დოკუმენტს. ძალიან სამწუხარო და გასაბრაზებელია, რომ ხალხი, რომელიც პოლიტიკური პოზიციების და დღის წესრიგის დამკვეთი უნდა იყოს, მძევლად ჰყავს აყვანილი პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენ კი არ უნდა ვეხვეწოთ, ჩვენ ვართ დამკვეთები და უნდა ვთქვათ, რომ დავსჯით მათ თუკი არ მოაწერენ ხელს დოკუმენტს. პოლიტიკური სპექტრი სარგებლობს ამ კრიზისით, გატაცებული აქვთ მედიაც და საუბარია მხოლოდ ამ თემაზე, იმის ნაცვლად, რომ ისაუბრონ ხალხის პრობლემებზე და წინ წაიყვანონ ქვეყანა. განადგურებულია ჩვენი ეკონომიკა, სარესტორნო, მცირე და საშუალო ბიზნესი. ქვეყანა კორუფციის ჭაობშია, ადამიანები კაპიკებს ითვლიან. ამ პირობებში გაკოტრებული 3%-იანი პოლიტიკოსები გამოდიან და მეექვსე თვეა რაუნდებზე საუბრობენ. ქვეყანას რომ სჭირდებოდა თამარ მეფე ყუთლუ-არსლანსაც კი მოელაპარაკა, ესენი კიდევ ფეხებს აბაკუნებენ იმის ხარჯზე რომ ჩვენი დღის წესრიგი არ ხორციელდება. როგორც ჩანს, აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ანტიდასავლურია,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

„ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ხელს აძლევს დღევანდელი კრიზისი, რომ ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი გააკეთოს და ამაში სწორედ ოპოზიცია ეხმარება.  

 „ ქართულ ოცნებას“ ჯერაც არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებაზე, ვინაიდან აწყობს ეს კრიზისი, რომელიც, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით ნაკლები დრო დაგვრჩება რეალურ პრობლემებზე სასაუბროდ. მოსახლეობის 60%-ს მოსწყინდა საუბარი ბოიკოტზე, სახალხო დაკვეთაა, რომ დავუბრუნდეთ პრობლემებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვეთები. ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ პოლიტიკოსებს, თუკი არ ილაპარაკებენ საქმეზე, დაისჯებიან იმ ხმებით, რომელსაც არ მიიღებენ არჩევნებში. ჩვენ „ხალხისთვის“ ვრჩებით ამ პრობლემების სადარაჯოზე. შარლ მიშელის ეს დოკუმენტი არის ძალიან კარგი, ესაა კომპრომისული დოკუმენტი. ახლა კი პოლიტიკურმა პარტიებმა, პირველ რიგში ხელისუფლებამ, უდნა მიიღონ გადაწყვეტილება – ან წაიყვანენ ქვეყანას წინ, ან ჩვენ ისევ მოვიხარშებით საკუთარ წვენში, რაც პოლიტიკურ ფასად უნდა დაუჯდეს იმ ელიტას, რომელიც ტელევიზორიდან გველაპარაკება,“ – ასეთია ანა დოლიძის პოზიცია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img