19.04.2024
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით მოტანილ ზიანზე პასუხისმგებლობა საკოორდინაციო საბჭოს ეკისრება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არის ბოროტი გადაწყვეტილება. ეს არის მშრომელი ხალხის წინააღმდეგ მიღებული სანქცია და ყველა ზიანზე, რომელსაც ტრანსპორტის გაჩერება მოიტანს, პასუხისმგებლობა ეკისრება საკოორდინაციო საბჭოს, – ასე შეაფასა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დილიძემ.

დოლიძის თქმით, ეს არის პირდაპირი ომი მშრომელ ხალხთან, რადგან დასავლეთის ქვეყნებში, სადაც საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ აჩერებენ.

“რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება? იმიტომ, რომ ისინი არ წარმოადგენენ იმ ხალხის ინტერესს, ვინც ამ ტრანსპორტით მოძრაობს. თვითონ გადაადგილდებიან „პრადოებით“, „მერსედესებით“ და ამიტომ არ იზიარებენ იმ ათასობით ადამიანის ინტერესს, რომელიც მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სულ არ ადარდებთ ის, რომ უამრავი ხალხი დღეს სამსახურში ან ვერ მივა ან თუ მივა, უნდა მივიდეს ტაქსით. ბიზნესები უნდა გაწვალდნენ, რათა დააორგანიზონ თანამშრომლების ტრანსპორტირება. ევროპაში არ იკეტება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან თვითონ თვითმმართველობა ზრუნავს ტრანსპორტში ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე, დეზინფექციაზე, დისტანციის დაცვაზე და ა.შ. ეს უნდა გაკეთებულიყო თბილისშიც, მაგრამ ამის ნაცვლად უკვე მეორედ მიიღეს სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება. ეს პირდაპირ ზიანის მომტანია ათასობით ბავშვზე, მოზარდზე, მშობელზე და მშრომელზე,” – აცხადებს “ხალხისთვის” ლიდერი.

ანა დოლიძის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც უკრძალავს ტაქსებს პანდემიის დროს ფასის გაძვირებას, საქართველოში კი ეს სფეროც სრულიად მიშვებულია.

“ახლა გაძვირდება ტაქსები.კანონმდებლობაც არ გვაქვს, რომ ტაქსის მძღოლებმა არ ისარგებლონ ბოროტად მსგავსი სიტუაციით. ევროპის ქვეყნებში არის ეს კანონმდებლობა, მაგრამ ჩვენთან არა. მე თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილებას და ახლაც ვეწინააღმდეგები. ყველა ზიანი, რომელსაც ტრანსპორტის გაჩერება მოიტანს, არის საკოორდინაციო საბჭოს კისერზე”, – აცხადებს ანა დოლიძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img