პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის” ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ციხეებში არსებული სიტუაციის გამო აუცილებელია საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
მისივე თქმით, ყველა პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.
“2022 წლის თებერვლიდან მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი დადგა, მე არაერთხელ გავუსვი ხაზი, რომ უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით.
დიდი ხანია გვესმის ცუდი ამბები ციხეებიდან. ყველა პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი. დღეს, როდესაც ისევ ვიგებთ უარყოფით ინფორმაციას პატიმრების ვითარებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვითხოვ, რომ შეიქმნას საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისია ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. როგორც თავის დროზე, ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნა“ ,- აცხადებს ანა დოლიძე.