09.10.2024
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძემ „დეოლიგარქიზაციის“ ერთ-ერთი გზის, „დექართუზაციის“ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ პარლამენტის სამუშაო ჯგუფს წინადადება შესთავაზა, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზე მუშაობს.

ანა დოლიძის თქმით, ის მზად არის ეს წინადადება განიხილოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან, მედიასთან და მოისმინოს მათი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ყველა იდეა ექვემდებარება განხილვასა და მსჯელობას.

„წინადადების მთავარი მიზანი წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის იმ ბერკეტების შეზღუდვას, რომლითაც ის მართავს სახელმწიფოს. კონკრეტულად კი, „ქართუ ბანკში“ და სხვა მის ბიზნესებში მომუშავე ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება.

„ქართული ოცნების“ ვალდებულებაა, რომ შეიმუშაოს კანონები და დააკმაყოფილოს ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციები. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოგვისმინონ ამ სამუშაო ჯგუფებმა, რათა დავუსაბუთოთ კვლევებითა და არგუმენტებით, თუ რატომ არის ეს წინადადება ოპტიმალური გამოსავალი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ბერკეტი არიან ადამიანები, რომლებიც მასთან პირადად ან ბიზნესში მუშაობდნენ – მათ შორის, „ქართუ ბანკში“.

„ჩვენ ვეძახით „დექართუიზაციას“ იმ მოვლენას, როდესაც ასეთ ადამიანებს ავუკრძალავთ მაღალ თანამდებობებზე მუშაობას გარკვეული პერიოდით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენა რაღაც პერიოდის განმავლობაში აღარ იქნება“, – აღნიშნა დოლიძემ.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, ეს არის ერთგვარი გამოცდა ხელისუფლებისათვის, რადგან ისინი თავიანთ გამოსვლებში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს გავლენა პოლიტიკაზე არ აქვს, თუმცა, მაგალითები სხვა რამეზე მეტყველებს და ეს არის შანსი, რომ პოლიტიკაში თავისუფალი სამოღვაწეო სივრცე შეიქმნას.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img