ეს იყო კარგად დაგეგმილი და არ იყო სპონტანური ძალადობის ფაქტები – მითითება იყო გაცემული, კარგად დაესაჯათ და ჭკუა ესწავლებინათ მედიისთვის,- ასე შეაფასა ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გუშინ აქციაზე ჟურნალისტებზე განხორხიელებულ ძალადობის ფაქტები.
მისი განცხადებით, გუშინ განხორციელდა სასიტიკი და დანაშაულებრივი შეტევა მედიის წინააღმდეგ და ეს იყო “ქართული ოცნების” პოლიტიკური დავალება.
“იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების ადეკვატური რეაგირების იმედი არ გვაქვს, ჩვენ მოვითხოვთ და უზრუნველყოფთ ამ წნეხს ხელისუფლებაზე, რომ ის იძულებული გახდეს, მედიის წარმომადგენელზე, აქტივისტზე, მოქალაქეზე, ნებისმიერ პირზე ძალადობის თითოეული ფაქტი იყოს გამოძიებული და შესაბამისმა პირებმა აგონ პასუხი, ამას ვერ გაექცევით! ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ხელისუფლებას თავს დაატყდეს უზარმაზარი წნეხი და იძულებული გახდეს, აწარმოოს გამოძიება. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, ჩვენ ვნახეთ არაერთი ფაქტი, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების, ეს არის “ქართული ოცნების” ხელწერა, მათი პოლიტიკური დავალება და გუშინ ეს გაკეთდა მოქალაქეების ხელით, მაგრამ ეს იყო მითითება ღარიბაშვილისგან მათ შორის, უპირველეს ყოვლისა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.