23.11.2024

ანა ნაცვლიშვილი – კანდიდატის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი, მის მიერ მართული მთავრობა და მასთან გარიგებაში მყოფი სასამართლო კლანი

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი საქართველომ იმიტომ ვერ მიიღო, რომ „კარში ოლიგარქი გვეღობება“. ამის შესახებ ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მომდევნო 6 თვე არის შანსი, რომ მომავალი გადარჩეს.

„ჩემო თანამოქალაქეებო, პროპაგანდის მანქანა ისევ მოიქოქა, თითქოს საზეიმოდაა საქმე და რომ არ დაგაბნიონ, გავასწოროთ ფოკუსი;

საქმე იმაში კი არაა, რა მივიღეთ დღეს! საქმე იმაშია, რისი მიღების შანსი გვქონდა და რა დავკარგეთ (ამ ეტაპზე)! და ყველაზე მთავარი – რატომ დავკარგეთ! იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი და მის მიერ მართული მთავრობა და მასთან გარიგებაში მყოფი სასამართლო კლანი. ეს გვითხრეს ძალიან მკაფიოდ. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ესენი დარჩნენ, ამ კარში ჩვენ ვერ შევალთ ვერც ახლა, ვერც მომავალში.

კარგი ამბავი ისაა, რომ ეს 6 თვე არის შანსი გადავარჩინოთ მომავალი!“- წერს ანა ნაცვლიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img