19.09.2021
- Advertisement -spot_img

ანა ნაცვლიშვილი – რთულია, თეა წულუკიანის გუშინდელი მოქმედება პოლიტიკურად შეფასდეს – უფრო სამედიცინო შეფასებას იმსახურებს

რთულია, თეა წულუკიანის გუშინდელი მოქმედება პოლიტიკურად შეფასდეს – ეს უფრო სამედიცინო შეფასებას იმსახურებს, – ამის შესახებ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ წულუკიანის ქმედებაში არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რაც იმპიჩმენტის საფუძველი უნდა გახდეს.

“მმართველი გუნდი, ისევე როგორც მათი მხარდამჭრები ძალიან დემორალიზაბული არიან, რადგან სისხლიანი 5 ივლისის შემოქმედები გახდნენ. გამოცხადებულია კონკურსი, ამ ვითარებაში ვინ უფრო ძლიერი, უდრეკი, უტეხი და უტიფარი გამოჩნდება. კონკურსში ამ ეტაპე თეა წულუკიანი დაწინაურდა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სენაკში თეატრის გახსნის ღონისძიებაზე “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, რომელსაც ჯერჯერობით არ აბრუნებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img