08.12.2021
- Advertisement -spot_img

ანა ნაცვლიშვილი – სად არის ვაქცინა?

დღეს, როდესაც მაღალფარდოვანი სიტყვებით უხილავ მტერს ვებრძვით ვირუსის სახით, მთავარი იარაღი, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების ხელში არ არის, ეს არის ვაქცინა, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„სად არის ვაქცინა? ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ, მივიდნენ ვაქცინის გასაკეთებლად, გამოაბრუნეს უკან და ვერ ეუბნებიან კონკრეტულ პასუხს, როდის მოხდება ვაქცინირება. მხოლოდ მოქალაქეების 2% არის დღეის მდგომარეობით აცრილი. ეს არის წარმატებული ვაქცინაცია? ეს არის პასუხისმგებლიანი სახელმწიფო? ეს არის კრიზისის მენეჯმენტი? სად არის სახელმწიფოს პასუხები? არა ისეთი პასუხები დერეფნებში რომ გარბიან მინისტრები და ძლივს ეწევიან ჟურნალისტები, არამედ პასუხისმგებლიანი, სრულყოფილი, გამჭვირვალე ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ აპირებთ, რა ვადებში, რომელი ვაქცინით და როდის დასრულდება ვაქცინაცია. პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ითხოვს პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის სრული უფლებამოსილების გადაბარებას პანდემიასთან გასამკლავებლად და მთავარი მოტივი რა არის იცით ?! მთავრობა უფრო სწრაფად იმოქმედებს, ვიდრე პარლამენტი და ამიტომ ეს უფლებამოსილება მას უნდა დავუთმოთო. ეს არის სწრაფი მოქმედება? ეს ხომ არ არის პარტიული თემა, ეს ხომ თქვენს თანამოაზრეებს, ისევე როგორც ჩვენს თანამოაზრეებს და ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ პოლიტიკა, ერთნაირად ემუქრება სიკვდილით? ტკივილიანი სიკვდილისთვის ვწირავთ ადამიანებს და საშინელი დღეებისთვის, იმიტომ, რომ არ გინდათ მუშაობა! კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც მივმართე, გამოვიყებნე რა კონსტიტუციური უფლებამოსილება, გაესაჯაროვებინა ყველა ის მიმოწერა, რომელიც საქართველოს მთავრობამ აწარმოვა ამ დრომდე ვაქცინის მისაღებად. ეს ინფორმაცია არის საჯარო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მას მალავს. ეს არის კანონდარღვევა! – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img