14.11.2024

ანდრეს ფოგ რასმუსენი – სანამ პუტინი უკრაინით არის დაკავებული, ფინეთი და შვედეთი ნატოში უნდა გაწევრიანდნენ

გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის თქმით, შვედეთმა და ფინეთმა არ უნდა დააყოვნონ ნატოში გაწევრიანება. ქვეყნები უნდა შეუერთდნენ ალიანსს, სანამ პუტინი უკრაინასთან ომშია.

„რაც შეეხება ფინეთს და შვედეთს, მე ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ეს ორი ქვეყანა შეუერთდნენ [ნატოს] ახლა, რადგან პუტინი სხვაგან არის დაკავებული. ის ვერაფერს გააკეთებს“, – აღნიშნა რასმუსენმა.

გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ შვედეთისა და ფინეთის მიღება ნატოში გადაუდებელი პროცედურა იქნება. მაგრამ ასეთ პირობებშიც კი პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება.

„ამას რამდენიმე თვე დასჭირდება და ამ პერიოდის განმავლობაში ფინეთიც და შვედეთიც შესაძლოა, პოტენციურად დაექვემდებარონ რუსეთის დაშინებას ან თუნდაც მუქარას, ამიტომ ჩვენ გარანტირებული უნდა ვიყოთ მათი უსაფრთხოებისთვის, თითქოს ისინი უკვე ნატოს წევრები არიან“, – დასძინა რასმუსენმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img