19.09.2021
- Advertisement -spot_img

ანდრია ჯაღმაიძე – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ განცხადა ჟურნალისტებთან, საპატრიაქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ჯაღმაიძემ განმარტა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესების დაცვით უნდა მიიღონ.

„საპატრიაქროს ინიციატივით შედგა დღევანდელი შეხვედრა, მოწვეული იყვნენ ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ეხება ბავშვათა უფლებები, UNICEF-ი, ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა ხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად, პრინციპზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული. ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია.

მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს ყველა საკითხი. ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემის, ნებისმიერი გადაცდომის, რომელიც შესაძლოა, შეგვხვდეს, მათ შორის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლეებს. არ მოხდეს უტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვების ინეტრესი არ გადაიფაროს რაიმე სხვა ინეტერესებით. დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტები გულისხმობს“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img