29.03.2024
- Advertisement -spot_img

ანდრიუს კუბილიუსი-ასე ვერ გაგრძელდება, საქართველო პოლიტიკურ კრიზისს ან ევროკავშირის რჩევების თანახმად გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დონეზე, არის ჩართულობის ყველაზე მაღალი დონე, რაც შეიძლება კრიზისის დროს საქართველოს შესთავაზო.

ამასთან, კუბილიუსი გამოეხმაურა ქართულ მედიაში ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

„ქართულ მედიაში ვნახე განცხადებები, განსაკუთრებით მმართველი გუნდის მხრიდან, რომ რა მნიშვნელობა აქვს ამ შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებას. ევროკავშირის ელჩმა ამაზე ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა. ასე რომ, ამ განცხადებას სერიოზულად მოეკიდეთ.

თუ გავითვალისწინებთ ევროპარლამენტის შიდა არქიტექტურას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, თუ კარგად დააკვირდებით, ვინ აწერს ხელს, დაინახავთ, რომ ერთ-ერთი ხელმომწერი არის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკკალისტერი და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. ეს არის ის ხალხი, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ჯგუფებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე არიან პასუხისმგებელნი და მათ მოსაზრებებს პატივისცემით მოეკიდებიან პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარლამენტში.

მე არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ ეტაპზე, იქნება ეს რაიმე რეზოლუციის მიღება, თუ ამ საკითხის კომიტეტში განხილვა, მაგრამ თუ ასეთი ადამიანების ჯგუფი აკეთებს მსგავს განცხადებას, მაშინ მას ევროპარლამენტის უმრავლესობა, როგორც წესი, მხარს უჭერს ხოლმე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტარების ეს არაფორმალური ჯგუფი ევროპარლამენტის თავმჯდომარემ შეკრიბა საქართველოში კრიზისიდან გამოსავლის მოსაძიებლად. ასე რომ, ჩვენ გვაქვს არაფორმალური, მაგრამ მნიშვნელოვანი მანდატი.

მეორე, რატომ გავაკეთეთ ეს განცხადება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის ჩართულობა ამ საკითხში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დონეზე, არის ჩართულობის ძალიან მაღალი დონე. ეს ყველაზე მაღალი დონეა, რაც შეიძლება, საქართველოს შესთავაზო კრიზისის დროს. არც კი მახსენდება სხვა მსგავსი შემთხვევა, როცა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კრიზისში ასეთი ჩართულობა ყოფილიყო. მე ვხედავ პრობლემას საქართველოს შიგნით და რადგან მეტ-ნაკლებდ ვიცნობ სიტუაციას, ვიტყოდი, რომ პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური ლიდერობის კრიზისი, ორივე პოლიტიკურ ჯგუფში.  ღიად ვიტყვი, რომ არიან ფორმალური ლიდერები, მაგრამ ასევე არიან არაფორმალურებიც, რომლებიც მაინც არიან ჩართული პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობაში. ეს სიტუაციას ართულებს და პოლიტიკურ ჯგუფებს კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯების გადადგმა უჭირთ“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ამასთან, კუბილიუსი აღნიშნავს, რომ ხედავს რაღაც დონის გაუგებრობას, რაც ასევე შესაძლოა, პოლიტიკურ ლიდერობასთან დაკავშირებულ კრიზისს ეხებოდეს.

„ეს გაუგებრობა არის ორივე პოლიტიკურ ჯგუფში. ვიღაცამ ჩათვალა, რომ რადგან ევროკავშირის ჩართულობა ნიშნავს, რომ საქართველო განსაკუთრებული შემთხვევაა და ევროპა უმაღლეს დონეზეა ჩართული კრიზისის გადაჭრაში, მაშინ პოლიტიკურ ჯგუფებს შეუძლიათ, ეს გამოიყენონ საკუთარი სარგებლისთვის, არა საქართველოს სასარგებლოდ, არამედ ინდივიდუალური პოლიტიკური ჯგუფების სარგებლისთვის, ამან შექმნა გაუგებრობა და მცდარი აღქმა.

სწორედ ამიტომ იყო საჭირო მკაფიო გზავნილი – ასე ვერ გაგრძელდება. საქართველო ან მოაგვარებს კრიზისს ევროკავშირის უმაღლესი პირების რჩევით, დანიელსონის წინადადებით ან საქართველოს მოუწევს გარკვეული საფასურის გადახდა, რადგან პოლიტიკური ლიდერები ამ კრიზისს ვერ აგვარებენ. ეს არ წარმოადგენს სიახელს. ასეთივე მიდგომა გვქონდა მოლდოვის მიმართ და მაშინ ეს დაეხმარა მოლდოვას იმ საკითხის გადაჭრაში. ასე რომ, პირობების წაყენება არ წარმოადგენს სიახლეს. მეტი მეტისთვის და მცირე მცირესთვის – ეს არის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის ვახსენებთ, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ. ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყანა აკეთებს მეტს, ის მიიღებს მეტს, თუ ქვეყანა ვერ ასრულებს, განსაკუთრებით დემოკრატიის მთავარ პრონციპებს – კანონის უზენაესობას, მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას, ადამიანის უფლებების დაცვას, მაშინ ამას ქვეყნისთვის შედეგები მოჰყვება. ამას ვამბობთ ღიად და ეს საქართველოს არ უნდა უკვირდეს“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img