23.04.2024
- Advertisement -spot_img

ანდჟეი დუდა – ჩვენ შევძლებთ ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა

მე განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა გავუზიაროთ საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ანდჟეი დუდამ განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ამით პოლონეთი ქართველ ხალხს თავის მეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენებს.

„ჩვენ შევძლებთ ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელებთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან. იმედი მაქვს, ამ კუთხითაც შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ სიტუაციაში“, – განაცხადა დუდამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img