19.09.2021
- Advertisement -spot_img

ანგელა მერკელი დღეს მოსკოვში პუტინს ხვდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს მოსკოვში ჩავა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ორი ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრაა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, პუტინი და მერკელი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მათ შორის იქნება პანდემიასთან ბრძოლა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მდგომარეობა, ბელარუსისა და ავღანეთის თემა. გერმანიის მთავრობის აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს მერკელი ასევე ისაუბრებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე. ბერლინში სურთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით გაგრძელდეს.

მერკელი და პუტინი ბოლოს პირისპირ 2020 წლის 11 იანვარს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის რანგში მერკელისთვის ეს ბოლო ვიზიტი იქნება მოსკოვში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img