24.04.2024
- Advertisement -spot_img

ანგელა მერკელი – ვთანხმდებით რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატი გვჭირდება

მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ შესძლო პანდემიასთან სრულად გამკლავება, ამის პარალელუარდ უფრო და უფრო ბევრს საუბრობენ ე.წ. კოვიდპასპორტებზე. სწორედ ამ თემას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებელია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები და ის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, ზაფხულამდე იქნება.

„ყველა შეთანხმდა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატი გვჭირდება. ევროკომისიას დაახლოებით სამი თვე სჭირდება ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

მისივე თქმით, სერთიფიკატების შექმნა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობის უფლება მხოლოდ ამ სერთიფიკატების მფლობელებს ექნებათ.

ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ციფრული ე.წ. „კოვიდპასპორტების“ გაცემა ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე საათის წინ გამართულ ვირტუალურ სამიტზე განიხილეს. საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია, რომლებიც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები არიან, მიიჩნევენ, რომ ამგვარი სქემა ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლას, რაც მათ დაეხმარება, თავიდან აიცილონ შარშანდელი კატასტროფული სეზონის განმეორება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img