28.11.2021
- Advertisement -spot_img

ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა

გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს  რეგიონში არსებული დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა, სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტსა და ანგელა მერკელს შორის დღეს შედგა. 

საერთაშორისო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა.

„სხვა საკითხებს შორის, საუბარი შეეხება რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას აღმოსავლეთ უკრაინის მიმდებარედ. კანცლერმა მოითხოვა ძალების გაძლიერების შემცირება ვითარების დეესკალაციისთვის“, – „როიტერსის“ ცნობით, ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელმა ასევე დააყენა საკითხი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოლონიაში გაუარესდა.

კრემლის პრესსამსახური კი თავის მხრივ აცხადებს, რომ პუტინმა საუბარში გერმანიის პრეზიდენტს “კიევის პროვოკაციული ქმედებები შეახსენა”, რაც შეეხება ნავალნის ჯანმრთელობას, კრემლი მხოლოდ იუწყება, რომ ლიდერები საუბარში ამ საკითხსაც “შეეხნენ”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img