23.11.2024

ანი წითლიძე რატი ბრეგაძეს – მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა

მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პარლამენტის სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

სხდომაზე ბრეგაძესა და წითლიძეს შორის შეკამათება მოხდა, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ მინისტრის მისამართით ნათქვამ შეფასებას მოჰყვა – წითლიძემ ბრეგაძეს „მონა“ უწოდა.

„დამშვიდდით, გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი – ეს არის თქვენი ერთადერთი დანიშნულება. დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და გაფუჭებული, ბატარეადამჯდარი რუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ. თავი შეიკავეთ და ზრდილობიანად მოიქეცით“, – მიმართა ბრეგაძემ წითლიძეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img