12.06.2021
- Advertisement -

ანრი ოხანაშვილი – ეს კახა კახიშვილის პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც – დავილაპარაკებთ გუნდში

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თანაგუნდელის, კახი კახიშვილის განცხადებას – “ქართული ოცნებიდან” შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კახიშვილის “ცოტა ემოციური” პოზიციაა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმეს უკმარისობის განცდა აქვს, გუნდში იმსჯელებენ.

„კახა კახიშვილი არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, შესაბამისად, რაიმე კითხვის ნიშნის დასმა სწორი არაა. ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც. დავილაპარაკებთ გუნდში და თუ ვინმეს უკმარისობის განცდა აქვს, რა თქმა უნდა, გვექნება მსჯელობა“,- განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნება” დატოვოს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება. კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ სხვისი გამზადებული განცხადების მხარდაჭერა ევალება.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ფინეთისა და დანიის მატჩი განახლდა

ფინეთისა და დანიის მატჩი, რომელიც კრისტიან ერიკსენის ჯანმრთელობის გაუარესების გამო 42-ე წუთზე შეწყდა განახლდა და ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -