29.03.2024
- Advertisement -spot_img

ანრი ოხანაშვილი – კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე

კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც. კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს შეთანხების ტექსტში წერია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

ოხანაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის შეასრულოს ყველა ის პუნქტი, რაც შეთანხმებაშია და მისი თქმით, კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტი დაცული იქნება.

„ქართული ოცნების“ მზაობა როგორიც იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ მიღწეულიყო შეთანხმება. ჩვენ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას ევროკავშირის ეგიდით და არ მივეცით არცერთ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაშლილიყო შეთანხმება, რისი სურვილიც მათ ჰქონდათ. ჩვენ ამავე სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას.

დღეს იყო საქმიანი შეხვედრა იმისთვის, რომ ხელმოწერა, რაზეც ჩვენ ყველამ განვახორციელეთ, დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა შესრულდეს.

„ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, იმ ხელმოწერის რა ხელმოწერაც ჩვენ განვახორციელეთ, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და ყველა სამართალდარღვევაზე გავრცელებას.

თუ თქვენ იკითხავთ, რომ კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული?! რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს – ეს არის ჩვენი სულისკვეთება.

“კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს შეთანხების ტექსტში წერია. აქამდე ცდილობდნენ, შეთანხმება არ შემდგარიყო. არავის მივცემთ მიღწეული შეთანხმების ჩაშლის საშუალებას. ამნისტია უნდა გამოიცეს. ამნისტია გამოიცემა და გავრცელდება ყველაზე – ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე თანაბრად,გარდა კონვენციული მიდგომისა“ – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img