27.07.2021
- Advertisement -spot_img

ანრი ოხანაშვილი ნინო ლომჯარიაზე – სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, გამაოგნებელი იქნება

“სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, ალბათ ეს იქნება გამაოგნებელი ფაქტი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას არ დაესწრება.

ოხანაშვილის თქმით, პროცესში მონაწილეობა ომბუდსმენის ვალდებულებაა და არა მისი უფლებამოსილება.

“ამ პროცესში ვინმე ჩართულობაზე თუ უარს ამბობს, ეს არის ძალიან სამწუხარო განცხადება. ეს ყველა ასეთი განმცხადებელი პირის პროფესიულ საქმიანობაზე რა თქმა უნდა აისახება ნეგატიურად. ქალბატონი ნინო ვალდებულია ჩემი აზრით, არა უფლებამოსილი, არამედ ვალდებული, ჩაერთოს პროცესში და გაუწიოს მონიტორინგი ამ პროცესს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაასახელოს კონკრეტული ფაქტები: რომელი რეკომენდაცია არ შესრულდა პარლამენტის მხრიდან; რომელი პროცესი არ წარიმართა სათანადოდ; რაიმე ხარვეზებს ჰქონდა თუ არა ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მაშინ, როდესაც არ სახელდება არცერთი ობიექტური გარემოება და ომბუდსმენი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს, ეს არის ალბათ არ ვიცი, სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, ალბათ ეს იქნება გამაოგნებელი ფაქტი, რომ ასეთი რამ ფიქსირდება საქართველოში”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img