19.04.2024
- Advertisement -spot_img

ანრი ოხანაშვილი – პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა თუ შეჩერების საკითხი მიზანშეწონილია, 2022 წლიდან ამოქმედდეს

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, , 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

„პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას რაც შეეხება, იცით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც მივიღეთ, ამიტომ ჩვენ გადავხედეთ ამ კანონპროექტის ამოქმედების ვადას და ეს კანონპროექტები ამოქმედდება არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის პირველი თებერვლიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ პოლიტიკური კონტექსტი, გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა თუ შეჩერების საკითხი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2022 წლიდან.

დღეს პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას და შეწყვიტეს პოლიტიკური საბოტაჟი და ასევე სხვა პარტიებსაც, ვინც დარჩნენ ამ რეჟიმში ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, ეს პოზიცია შეცვალონ და ჩადგნენ დემოკრატიის პრინციპის ფარგლებში,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დაუბრუნდა, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img