15.10.2024
- Advertisement -spot_img

ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტზე – უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის

უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის – სამარცხვინოა ასევე სააკაშვილი- გვარამიას და ბიძინა ივანიშვილის ერთ სიბრტყეში ხსენება,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტისთვის ვიზიტებზე უარის თქმას, ოხანაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტობა მთავრობის ხელმძღვანელობას და საგარეო საქმეთა მინისტრობას არ ნიშნავს.

“პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებით რა კომუნიკაციაა, ამაზე პასუხი უნდა გასცეს თვითონ პრეზიდენტმა, რას გულისხმობს და ასევე საქართველოს მთავრობა გასცემს პასუხს. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოს მეთაურობა არ ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელობას და საგარეო საქმეთა მინისტრობას. საგარეო კურსზე პასუხისმგებელია მთავრობა და მათ აქვთ განსაზღვრული რას აკეთებენ ევროინტეგრაციის პროცესში. ქალბატონ პრეზიდენტს თუ სურთ რომ შევახსენოთ, მაშინ შევახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პირობებში, როცა ის არ იყო მისი წევრი და არც პარლამენტში ყოფილა, “ქართულმა ოცნებამ” შეძლო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ასოცირების დღის წესრიგი შექმნა პარტნიორებთან ერთად, ამიტომ თუ მას უნდა შევახსენოთ რა აქვს გაკეთებული “ქართულ ოცნებას” ქვეყნისთვის, აი ეს არის ფაქტები. ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როცა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის, მაშინ როცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს. ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ჩაიხედოს ან ურჩიონ, რომ ჩაიხედოს ევროკავშირის ანგარიშში, რომ საქართველო არის ლიდერი ტრიოს შორის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან დაახლოება. სამარცხვინოა ასევე შეფასება, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი და სტრასბურგის მიერ არაერთხელ მხილებული სააკაშვილი-გვარამია უნდა ახსენონ იმავე კონტექსტში, რომელშიც უნდა ახსენონ ბიძინა ივანიშვილი, სამარცხვინოა ერთ სიბრტყეში დაყენება კრიმინალების და იმ ადამიანის, ვინც ხალხს და ჩვენს ქვეყანას კრიმინალებისგან თავი დააღწევინა. ეს არის ფაქტების თავდაყირა დაყენება,”- განახადა ოხანაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img