23.11.2024

ანტივაქსერი ჩეხი მომღერალი, რომელიც კოვიდით განზრახ დაინფიცირდა, გარდაიცვალა

ჩეხეთში პოპულარული ფოლკ-ჯგუფის Asonance-ის ვოკალისტი, ჰანა ჰორკა გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით განზრახ დაინფიცირდა, რათა ავადმყოფობის შემდეგ მწვანე პასპორტი მიეღო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 57 წლის მომღერალი ვაქცინაციის მოწინააღმდეგე იყო და ხელოვნურ იმუნიტეტის მიღება სურდა. ამიტომ, როცა მის ქმარსა და შვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ის იზოლაციაში არ გადასულა და ოჯახთან ერთად დარჩა.

მომღერალი გეგმავდა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ კოვიდ-საშვს მიიღებდა, რომელიც ჩეხეთში კინოთეატრებში, ბარებსა და რესტორნებში შესასვლელად და სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად არის საჭირო.

გარდაცვალების დღეს მომღერალმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ თავს უკეთ გრძნობს და სასეირნოდ დააპირა წასვლა, თუმცა უეცრად წელი ასტკივდა. „წამოწვა და 10 წუთში ყველაფერი დასრულდა. უბრალოდ დაიხრჩო“, – ამბობს მომღერლის შვილი.

ის ამბობს, რომ ოჯახის დანარჩენი წევრები აცრილები იყვნენ, ამიტომ დაავადება მარტივად გადაიტანეს და ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img