15.10.2024
- Advertisement -spot_img

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის ტერიტორიიდან კვლავ პარლამენტთან ბრუნდებიან

“ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობასთან ბრუნდებიან.

როგორც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, დღეს ბიძინა ივანიშვილს ,,მნიშვნელოვანი აგურები გამოეცალა”.

მისივე თქმით, მომდევნო ნაბიჯებზე სწორედ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმსჯელებენ.

,,სინამდვილეში ჩვენ ძალაუფლების წართმევას და წაგლეჯვას არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილისთვის, ეს არის ფუნდამენტური განსხვავება, არ ვაპირებთ ამას არაკონსტიტუციური გზით,მაგრამ გარდაუვალად ჩამოიშლება მისი ძალაუფლება, ჩვენ მას აგურებს ვაცლით ყოველდღე და დღეს მას მნიშვნელოვანი აგურები გამოეცალა.

დღეს ვინც აქ მოვედით ჩვენი ხმა გავაგონეთ, ახლა ორგანიზებულად შეგვიძლია ავიდეთ და დიდ აქციას, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს შევუერთდეთ. მათთან ერთად ვიმოქმედოთ მომდევნო ნაბიჯებზე, დანარჩენს როდესაც ავბრძანდებით ერთად გავიგებთ”, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img