19.04.2024
- Advertisement -spot_img

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ – ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია

რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ. ეს გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის წინ მედიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც 11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მორიგი განცხადება მოისმინეს.

შეკრებილები სკანდირებენ – “მონებო”, “მკვლელებო” და “წადით”. მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიამ განაცხადებით საზოგადოება სამართალს ითხოვს.

“ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ, ვითხოვთ სამართალს”, – აღნიშნა გვარამიამ.

მისი თქმით, ვინც იძალადეს მედიაზე,ისინი ციხეში უნდა წავიდნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img