23.11.2024

არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულს

არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Lefigaro წერს, პასტერის ინსტიტუტის კვლევის თანახმად.

გამოცემის ინფორმაციით, პასტერის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების რისკი არავაქცინირებული ადამიანებისას შეადარეს.კვლევა კი, ვაქცინაციის დაფარვის შემდეგ სავარაუდო სცენარებს ეფუძნება:12-დან 17-წლამდე ასაკის პირებში 30%-იანი დაფარვა, 18-დან 59- წლამდე – 70% და 60 წლის ზემოთ – 90%.

კვლევის სხვა მონაცემები ხაზს უსვამს ინფიცირების მკვეთრ ვარდნას მაშინ, როდესაც ვაქცინაციის კამპანია ეფექტურია. პასტერის ინსტიტუტის სცენარში, არავაქცინირებულ ადამიანებზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 75% მოდის.

მკვლევრები აცხადებენ, რომ არავაქცინირებული ზრდასრულები საავადმყოფოების დატვირთვას უწყობენ ხელს. კვლევის საბაზისო სცენარში, 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული ადამიანები მოსახლეობის 3%-ს შეადგენს, თუმცა მათზე ჰოსპიტალიზაციის 35% მოდის.

გარდა ამისა, არავაქცინირებული პირები ვირუსის გადაცემას არაპროპორციულად უწყობენ ხელს: არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img