13.06.2021
- Advertisement -

არჩილ და შოთა არველაძეები პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავენ

ფეხბურთელები არჩილ და შოთა არველაძეები პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავენ და პოლიტიკაში მათი შესაძლო მოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, იმ საქმიანობას გააგრძელებენ, რომელსაც დღეს ემსახურებიან.

„მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმები აპირებენ. არ მაინტერესებს, ჩემი საქმე მაქვს. ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და სწყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ასეთივე აქტიური ვიქნები, სხვანაირად ჩემს თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს. ჩემს თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -