15.10.2024
- Advertisement -spot_img

არჩილ თალაკვაძე – ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას…არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს, რეალობასაა აცდენილი. როგორც თალკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან განაცხადა სიმართლე “ქართული ოცნების” მხარესაა და არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა.

“სიმართლე არის ჩვენს მხარეს. არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა. შესაბამისად, რეზოლუციის აგება ამაზე და ტოლობის ნიშნების დასმა აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რაც ქვეყანაშია და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს გაუგებარია. აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დაყენება. ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია”. – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

8 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დებატები გაიმართა. დღეს, 9 ივნისს კი საქართველოში მედიის თავისფულების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img