28.11.2021
- Advertisement -spot_img

არჩილ თალაკვაძე – მიზანმიმართული ჭორია ის, რომ მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას

მიზანმიმართული ჭორია ის, რომ მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრ მოქალაქეს სურს რომ კვლავ კახა კალაძე იხილოს მერად მომავალშიც. თუმცა, პირველ რიგში ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში კამპანიის დაწყებისას საზოგადოებას წარვუდგენთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, არიან ადამიანები რომლებსაც ურჩევნიათ შეთქმულების თეორიები და მოგონილი სცენარები დაიჯერონ.

„ეს ის ხალხი გახლავთ, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ადამიანმა თანამდებობაზე მოსვლა ან წასვლა გადაწყვიტოს. ჩვენი გუნდის სტანდარტი გახლავთ, რომ თანამდებობები არავის თვითმიზანი არ გახლავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img