08.12.2024

არჩილ თალაკვაძე – მოვუწოდებთ ოპოზიციას, ჩაერთონ სამუშაო პროცესში

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილს მოუწოდებს, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესრულების პროცესში ჩაერთოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა აზიანებს პირველ რიგში, ოპოზიციას და ასევე, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, საქართველოში მყოფი ევროპარლამენტის დელეგაცია მიმართავს ოპოზიციას, რომ საპარლამენტო განხილვებში ჩაერთოს.

„თბილისში ევროპარლამენტარების დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს. ეს ვიზიტი თავისთავად მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენ ევროპელ კოლეგებთან. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებამ შექმნას სათანადო ფორმატები. ჩვენ გვაქვს უკვე შექმნილი სამუშაო ჯგუფი და სამუშაო პროცესი. პირდაპირი გზავნილი იყო ოპოზიციის მიმართ, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესებში და უნდა ჩაერთოს ფორმატებში.

ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო პოლიტიკას, მხარს უჭერს ევროპულ, მშვიდ, საქმიან პოლიტიკას საქართველოში და არა ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია გახლავთ. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირთან ერთად, ჩვენ წარმატებით შევასრულებთ ყველა იმ პირობას, რომელზეც სამუშაო პროცესი უკვე დაგეგმილია. ირაკლი კობახიძემ გეგმა საპარლამენტო უმრავლესობის სახელით წარადგინა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, ჩაერთონ პროცესში, ვინაიდან თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა აზიანებს პირველ რიგში, მათ და რა თქმა უნდა, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img