23.11.2024

არჩილ თალაკვაძე – მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცედ აქვს განსაზღვრული და ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა იქნება საქართველოს პასუხი იმ შემთხვევაში, თუკი სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხი საქართველოს წინაშე დადგება.

თალაკვაძის თქმით, ამ რთულ ვითარებაში, როცა რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის ტერიტორიაზე, ყველა ქვეყანა და მათ შორის, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და ფიქრობს თავის უსაფრთხოების პირობებზე. მისი თქმით, საქართველო მზადაა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განიხილოს ნებისმიერ ფორმატში, თუ რის გაკეთება შეიძლება დამატებით, რომ საქართველოს ჰქონდეს მეტი უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები.

„საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს მტკიცედ და ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია. თუ დასავლეთი და საერთაშორისო პარტნიორები შეიმუშავებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს სამომავლოდ, უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ასეთი დამატებითი გარანტიები საჭირო იქნება საქართველოსთვის. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ ნებისმიერ ფორმატში, თუ რისი გაკეთება შეიძლება დამატებით, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გრძელვადიანი გარანტიები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img