19.04.2024
- Advertisement -spot_img

არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას – ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეს…ზუსტად 800 წლით ჩამორჩებით ევროპულ დროს

ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეს ამბავი…ზუსტად 800 წლით ჩამორჩებით ევროპულ დროს – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიას, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

“აშკარაა, რომ დღეს ნიკანორ მელიამ ამ დარბაზში პირდაპირ განაცხადა თუ რა იყო ამ თვეების განმავლობაში და ივნისის მოვლენების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ამოცანა და მიზანი. პირდაპირ თქვა ციტატა, რომ ჩვენი პარლამენტიდან გაყვანა იყო მათი მთავარი ამოცანა. სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ აქ მოწყობილი დესტაბილიზაცია, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე იყო იმისთვის მოწოდებული, რომ მოეხდინათ პარლამენტის საბოტაჟი და არადემოკრატიული გზით მიეღწიათ იმ ცვლილებებისთვის, რაც ასე ძალიან უნდათ წლების განმავლობაში. ეს არის მტკიცებულება, რომ 20-21 ივნისს მართლა ჰქონდა ადგილი პარლამენტზე შეტევას და ამის მიზანი იყო არა დამოუკიდებლობის დაცვა არამედ ის, რომ არჩევნებში დამარცხებულ პოლიტიკურ პარტიას როგორმე ძალადობით მიეღწია თავისი მიზნისთვის და როგორმე გავეყვანეთ აქედან. ვინ გაიყვანეს სათითაოდ და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეს ამბავი.

ზუსტად 800 წლით ჩამორჩებით ევროპულ დროს, რადგან 800 წლის წინ ევროპაში პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ როდესაც პარტია არჩევნებში მხარდაჭერას მიიღებს ის ვალდებულად თვლის თავს შევიდეს პარლამენტში და არ მოსვლიათ ამ ასწლეულების მანძილზე აზრად, რომ პარლამენტში იყოს არჩეული და ყოველგვარი მიზეზის გარეშე განაცხადონ, რომ არ უნდათ მონაწილეობა იმაში რისთვისაც აირჩიეს. თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩევლები და ამის ფასს შემდეგ არჩევნებში აუცილებლად გადაიხდით”. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img