09.10.2024
- Advertisement -spot_img

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას – როცა დაგვარწმუნებთ, რომ ბარიერის დაწევა ნამდვილად მოემსახურება დეპოლარიზაციას, მზად ვიქნებით მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენთან ერთად

როდესაც ოპოზიცია დაგვარწმუნებს, რომ ბარიერის დაწევა ნამდვილად მოემსახურება დეპოლარიზაციას, მაშინ მზად ვიქნებით მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენთან ერთად – ჯერ, სრულიად საპირისპიროში დაგვარწმუნეთ მეგობრებო,- ამ განცხადებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

მისი თქმით, ოპოზიცია პოპულიზმით არის დაკავებული, რადგან კარგად იცოდნენ, რომ უმრავლესობის გარეშე რიგგარეშე სხდომის ჩატარება შეუძლებელი იყო, “ასევე პოპულიზმია, როცა შეთანხმებაზე საუბრობენ და სხდომის მოწვევა შეთანხმების გარეშე სურთ”.

„აქ ითქვა, რომ გვინდა ჩავერთოთ პროცესში, გვინდა რეკომენდაციების შესრულებაზე ვიმუშაოთო, მაგრამ ფაქტია, რომ კომიტეტის და სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს არ ესწრებით და არ მონაწილეობთ. თქვენ მოგვიწოდებთ თანხმობისკენ და ინკლუზიური პროცესისკენ, ბევრჯერ ახსენეთ აქ, მოდით, ერთად გავაკეთოთ რამე, რაღაცაზე შეთანხმებული გადაწყვეტილება მივიღოთ, მაგრამ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც რიგგარეშე სესიის მოწვევა სცადეთ შეთანხმების გარეშე, როდესაც ძალიან კარგად იცოდით, რომ უმრავლესობის გარეშე და დღის წესრიგის გარეშე ამ სხდომის ჩატარება შეუძლებელი იყო. სამი ფაქტი მოგიყვანეთ, სადაც ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ, პირდაპირ გეუბნებით, ამას კაზუსი კი არა პოპულიზმი ჰქვია, როდესაც ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მოკლევადიანი ეფექტი მიიღო.

ბატონი, ლევან ბეჟაშვილის კომენტარი გამიკვირდა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოხვედით, თუ ისევ პარტიაში ხართ? იქნებ გვითხრათ, როდის მერე მიგაჩნიათ, რომ დეპოლარიზაციაა ბარიერის დაწევა. მე როგორც მახსოვს, თქვენ იმ პარტიას წარმოადგენთ, რომელიც ბარიერის დაწევის შემდეგ არჩევნები რომ ჩატარდა, 7-8 თვე პარლამენტშიც არ შემოდიოდით, პლუს ზეწოლას ახდენდით კოლეგა ოპოზიციურ პარტიებზე, რომ ისინიც არ შემოსულიყვნენ. ასე გესმით დეპოლარიზაცია? ასე გესმით, რომ ბარიერის დაწევის შემდეგ ასეთ დეპოლარიზაციას გააკეთებთ?

ირაკლი კობახიძემ გასაგებად აგიხსნათ, რომ როდესაც ოპოზიცია დაგვარწმუნებს, რომ ბარიერის დაწევა ნამდვილად მოემსახურება დეპოლარიზაციას, მაშინ მზად ვიქნებით მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენთან ერთად. ჯერ, სრულიად საპირისპიროში დაგვარწმუნეთ მეგობრებო. პოპულიზმი ევროპაშიც დამაზიანებელია და საქართველოშიც, ევროპაშიც სირცხვილია და საქართველოშიც. შევწყვიტოთ პოპულიზმი და რეალური სამუშაო პროცესით შევასრულოთ ის საქმე, რომელიც გვევალება. შევასრულოთ რეკომენდაციები და პირობები რაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან. თქვენ რომ სხდომის მოსაწვევად ცალკე მიმართეთ პრეზიდენტს, ეგ არ არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა,“- განაცხადა თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img