23.11.2024

არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის მიუღებელია

პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე. თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, მისთვის მიუღებელია.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია და ანტიდასავლური რიტორიკით ოპოზიცია გამოირჩევა.

„ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანთროპი, თავისუფალი ადამიანი და საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება. ივანიშვილს ჰქონდა ამ ბანკთან მოგეხსენებათ, დავა, რომელიც მოიგო საერთაშორისო სასამართლოში და დადასტურდა, რომ მისი უფლებები ამ ბანკმა დაარღვია. თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ამ ტრანზაქციების შეფერხება, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება. რაც შეეხება ოპოზიციის და ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია, აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, ელჩს, ევროკავშირის ელჩებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს კითხვებს აჩენს. კობახიძემ არც ის გამორიცხა, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება „კოორდინაციის შედეგი“ იყოს. კითხვაზე, ვისგან ხედავს კოორდინაციას, გულისხმობს, თუ არა შეერთებულ შტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო დეტალებში არ შევა. მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ამით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოაბრუნოს და ქვეყანა ომში ჩართოს, „ივანიშვილს კარგად არ იცნობს“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img