18.04.2024
- Advertisement -spot_img

არჩილ თალაკვაძე-პარლამენტი დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ  დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ის, რომ კერძო სექტორმა ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი, ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, გვერდით გადაიდოს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანაკლიის პორტის ეკონომიკურ პროექტთან დაკავშირებით. ჩემი მხრივ, მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს. მისი განვითარების და განხორციელების შესაძლებლობისთვის მაქსიმალურ ჩართულობას გამოვხატავთ და მივესალმებით მკაფიო განცხადებას პორტთან დაკავშირებული პრიორიტეტის შესახებ.

ჩემი მხრივ, მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს

მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ამ პროექტის განხორცილებისთვის, როდესაც პირველ რიგში, შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში შეიტანა, შემდგომში ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც პროექტს სჭირდებოდა, სრულად იყო უზრუნველყოფილი, მათ შორის, „ბიუჯეტის შესახებ“ კანონში პარლამენტმა მიიღო შესაბამისი ასიგნებები და დამტკიცებული იყო ესეც იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება აღებული. გახსოვთ, რომ პირობებიც და ვადებიც არაერთხელ გადაიწია იმ იმედით, რომ მოხდებოდა ინვესტიციების მობილიზება, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, კერძო სექტორმა, ვინც იყო ჩართული პროექტში, ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა,

ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი – ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტი გადავდოთ გვერდით

ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი – ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტი გადავდოთ გვერდით. ამიტომ პრემიერ-მინისტრის განცხადება დღეს იყო მკაფიო. ჩვენ მივესალმებით, რომ განახლდება მუშაობა ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა დღეს, პოსტკოვიდურ პერიოდში არსებულ ეკონომიკურ კრიზისში ჩვენ მაინც შევძლოთ ინვესტორებთან მუშაობა და მათი დაინტერესება ამ პროექტით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img