15.10.2024
- Advertisement -spot_img

არჩილ თალაკვაძე – რეზოლუციას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა – რეზოლუცია მოკლებულია სამართლიანობას

ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური ჯგუფების ნაწილმა მიიღო და მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა – ჩვენც მიგვაჩნია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, რეზოლუცია გარკვეული ლობირებით, “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორების – “ევროპული სახალხო პარტიის” მიერ მომზადდა და იყო ინიცირებული.

“ქართულმა საზოგადოებამ და ევროპაში ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამია არანაირი თავისუფალი მედია არ არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი – საქართველოში დემოკრატიის გარანტი და დემოკრატიის სიმბოლო. რეზოლუციაში მოყვანილი ეს კონკრეტული შეფასებები რეალობას არ შეესაბამება. მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა რომ არ დაუჭირა მხარი, ესეც გარკვეულწილად მეტყველებს, თუ როგორ იყო ტექტი მომზადებული და რამდენად სამართლიანია რეზოლუციის შინაარსი.

რაც შეეხება რეზოლუციაში მოყვანილ რეკომენაციებს, მათი შესრულება საქართველოს კომპეტენციას განეკუთვნება – ეს არის საქართველოს სახელმწიფოს, მისი კონსტიტუციისა და კანონის კომპეტენცია. ეს ადამიანები პასუხისმგემლობაში კანონმდებლობის შესაბამისად არიან მიცემული და მათთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას კანონის გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო მიიღებს.

სიტყვები: სააკაშვილი და ჰუმანიტარული- იმდენად დაშორებულია ერთმანეთს, უბრალოდ წარმოუდგენელია რამე ჰუმანიტარულზე ვილაპარაკოთ. სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ აბსოლუტურად ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა არსებობს, ისე როგორც ყველა სხვა პატიმრის მიმართ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img