20.04.2024
- Advertisement -spot_img

არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი პუტინის დაგეგმილია

ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სააკაშვილმა დღეს თქვა, რომ ყველაფერი პუტინის დაგეგმილია და მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით სააკაშვილი ვლადიმერ პუტინმა ჩამოიყვანა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ყველა გადაადგილება სჭირდება პროვოკაციების მოსაწყობად.

„სააკაშვილი თითქოს, იბრძოდა საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის, მაგრამ მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. აცხადებდა, რომ სურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს თქვა, რომ არ აღიარებს ქართულ მართლმსაჯულებას. როცა მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს არ დაგეგმავდნენ, დავინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა გადაადგილება სჭირდებათ პროვოკაციების მოსაწყობად. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს და იმ დღეებში, როცა განახორციელეს რეიდი ტელეკომპანია „იმედზე“, დღეს იგივე ხალხი გადაფუთული ზოგი არასამთავრობოს საფარქვეშ, ზოგი ტელევიზიების პროდიუსერია, ზოგი ოპოზიციაში გადავიდა და იგივე ხალხი აქეთ გამოთქვამს კრიტიკას, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დარღვევები დაინახოს. ნებისმიერი რეფორმის გატარების დროს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვა არის სავალდებულო და არავითარი კომპრომისი ადამიანის უფლებების დაცვის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს დაშვებული – ეს არის ჩვენი პოზიცია და მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ როცა ტყეს ჭრიან, შეიძლება ნაფოტებიც ცვიოდესო, ანუ ისეთ რეფორმებს ვატარებდით, რომ ადამიანები თუ დაიხოცნენ, დასახიჩრდნენ, დაკარგეს საკუთრება და დაირღვა უფლებები, ეს შეიძლება მომხდარიყო, რადგან უფრო მნიშვნელოვან რეფორმებს ვაკეთებდითო, საზოგადოებამ 8- ჯერ გააკეთა ამ ორს შორის არჩევანი და მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img