16.10.2024
- Advertisement -spot_img

არჩილ თალაკვაძე – საქართველო ქუჩის პოლიტიკას აღარ დაუბრუნდება

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რეფორმები გაგრძელდეს და რადიკალური პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რითაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, საქართველო „ქუჩის პოლიტიკას“ აღარ დაუბრუნდება.

„ერთი რამ ცხადია. არსებობს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქუჩის პოლიტიკას ემხრობა და არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ევროპულ, საპარლამენტო შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას უჭერს მხარს. თუ რომელი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამაზე პასუხი, ვფიქრობ, ნათელია. საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც ჩვენი საზოგადოება აირჩევს შემდეგ არჩევნებში,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის თაობაზეც მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“ – ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობასაც თანამოაზრეებთან ერთად სექტემბრიდან დაიწყებს, სანამ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img