27.07.2021
- Advertisement -spot_img

არჩილ თალაკვაძე – შეთანხმების პუნქტები ყალიბდება ისე რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია

„ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. ტექსტი თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საქმიანი, ძალიან კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს და ბატონ დანიელსონს ასეთი პროფესიონალური მიდგომისთვის, როგორიც მას აქვს მედიაციის და დიალოგის ფარგლებში. ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი. პუნქტებში, რომელზეც განხილვა მიმდინარეობს, არის მნიშვნელოვანი წინსვლა პოზიციების დაახლოების კუთხით და გარკვეული სამუშაო რჩება. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ დღეებში, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. აქ ამოსავალი წერტილი და შეთანხმების მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეთანხმება არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, ეს შეთანხმება არის იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და კონცენტრირდეს იმ მნიშვნელოვან ამოცანებზე, რაც დღეს არის როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს არის ევროინტეგრაცია, ეს არის პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილები და ის დღის წესრიგი, რაც საქართველოს აქვს დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც სახელმწიფომ ვაჩვენოთ, რომ გვაქვს სტაბილური, პოლიტიკური სისტემა და არა ისეთი სისტემა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ასეთ კრიზისებს აჩვენებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img