12.11.2024

არსებობს თუ არა კორონავირუსის ქართული შტამი? – ამირან გამყრელიძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის ქართული შტამი არ არსებობს.

მისი თქმით, ისრაელში საქართველოდან ჩასული მოქალაქეების შემთხვევაში დადასტურებული შტამი დელტას ქვეშტამია.

„არავითარი ქართული შტამი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი დელტა ანუ ინდური შტამი. მოგეხსენებათ ვირუსები მუტაციას განიცდიან და ეს არის მისი ქვეშტამი დელტა პლუსი. ჩვენთან გაშიფრულია სეკვენირებით დელტა პლუსის 2 შემთხვევა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში საქართველოდან ჩასულ ადამიანებს დელტა+ შტამი დაუდასტურდათ. ინფორმაცია ისრაელის ჯანდაცვის უწყებამ გაავრცელა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

The Telegraph-უსინათლო ქალი AI ოპერაციის შემდეგ  ნორმალურზე უკეთესად ხედავს.

უსინათლო პაციენტს ახლა 20/16 ხედვა აქვს ახალი ტიპის Lasik ოპერაციის შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში პირველად ჩატარდა. (20/16 ნიშნავს იმაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img