28.09.2022
- Advertisement -spot_img

აშრაფ ღანი – ავღანეთში დასაბრუნებლად კონსულტაციებს ვაწარმოებ

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

„ახლა საამიროებში ვიმყოფები. რომ დავრჩენილიყავი, ქაბულში სისხლისღვრის მომსწრე გავხდებოდი. ქაბული არ უნდა გადაქცეულიყო იემენად ან სირიად ძალაუფლებისათვის ბრძოლის გამო, ასე რომ, იძულებული გავხდი წავსულიყავი,“- აცხადებს ღანი.

ამასთან, ავღანეთის პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნიდან მილიონობით დოლარი წაიღო.

„ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო ტყუილი. წავედი მხოლოდ ჟილეტით და ტანსაცმლით,“- აცხადებს ღანი.

მისივე თქმით, ქვეყანაში დასაბრუნებლად მოლაპარაკებებს მართავს.

„ავღანეთში დასაბრუნებლად კონსულტაციებს ვაწარმოებ, რათა გავაგრძელო ძალისხმევა სამართლიანობის, ჭეშმარიტი ისლამური და ეროვნული ღირებულებებისათვის. ”

აშრაფ ღანიმ ქვეყანა 15 აგვისტოს მას შემდეგ დატოვა, რაც თალიბებმა ქვეყნის დედაქალაქი დაიკავეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img