20.04.2024
- Advertisement -spot_img

აშშ ავღანეთიდან დევნილების მისაღებად ემზადება

ამერიკის ხმა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახლა უმთავრესი მისია ქაბულიდან ამერიკის მოქალაქეების, ასევე ავღანელი და სხვა მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხო ევაკუაცია არის.

პენტაგონი აცხადებს, რომ პაუზის შემდეგ ქაბულის აეროპორტი გაიხსნა, რაც ევაკუაციის გეგმის შესრულებას უზრუნველყოფს. გაერთიანებული შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, პენტაგონში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საზღვაო ქვეითების ერთი სამხედრო სამგზავრო თვითმფრინავი C17, ორშაბათს დღის პირველ ნახევარში აეროპორტში დაჯდა. მეორე C17-ის დაშვება დღის ბოლოს არის დაგეგმილი.„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ყურადღება გადატანილია ჩვენი საელჩოს თანამშრომლების, ამერიკის მოქალაქეების, მოკავშირეებისა და სხვა პარტნიორების ქაბულიდან გამოყვანაზე“გარი რიდი

პრეზიდენტ ბაიდენის მიერ, თეთრი სახლიდან გაკეთებული მიმართვის შემდეგ, პენტაგონში ბრიფინგი მიმდინარე ოპერაციების ხელმძღვანელმა, გაერთიანებული შტაბის გენერალ-მაირომა ჰენკ ტეილორმა და ავღანეთის საკითხებში სამოქმედო კრიზის ჯგუფის ხელმძღვანელმა გარი რიდმა გამართეს. ჟურნალისტების შეკითხვებს ასევე უპასუხა პენტაგონის პრესმიდვანმა, ჯონ კირბიმ.

„ამერიკელი სამხედროების მთელი ყურადღება ახლა ფოკუსირებულია დღევანდელ მისიაზე, რათა ხელი შეუწყონ ამერიკის მოქალაქეების და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელი მოქალაქეების რაც შეიძლება სწრაფ და უსაფრთხო ევაკუაციას“, – აცხადებს გენერალი ტეილორი. მაღალი რანგის ოფიციალური პირი ხაზს უსვამს, რომ აშშ ამერიკელებისა და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ავღანეთის მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციაზე არის ორიენტირებული.

ტეილორის თქმით, ქაბულში მალე დამატებით 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავა. მისივე ინფორმაციით, ამერიკელი ჯარისკაცები დახმარებას უწევენ სახელმწიფო დეპარტამენტს საელჩოს დახურვაში. ამ პროცესში, რამდენიმე ასეული თანამშრომელი ვერტმფრენების საშუალებით უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი და უახლოეს მომავალში იგეგმება მათი გამომგზავრება.

გერი რიდი ავღანეთთან დაკავშირებული კრიზისების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ემზადება დევნილების მისაღებად, ამიტომ დაწყებულია დროებითი თავშესაფრების მომზადება ტეხასისა და უისკონსინის შტატებში. საუბარია 20 000-22 000 ადგილზე გათვლილ თავშესაფრებზე. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამ რესურსის გაზრდა შესაძლებელია.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ყურადღება გადატანილია ჩვენი საელჩოს თანამშრომლების, ამერიკის მოქალაქეების, მოკავშირეებისა და სხვა პარტნიორების ქაბულიდან გამოყვანაზე“, – თქვა რიდმა.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, გენერალი ტეილორი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, აშშ-ს არავითარი საჰაერო დარტყმები არ განუხორციელებია. ამასთან, გენერალმა არ უპასუხია ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, უზრუნველყო თუ არა შეერთებულმა შტატებმა, რომ ამერიკის სამხედრო აღჭურვილობა თალიბანის ხელში არ ჩავარდეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img