28.09.2021
- Advertisement -spot_img

აშშ და დიდი ბრიტანეთი მოსალოდნელი თავდასხმის გამო მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებენ

აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული რისკის გამო ქაბულის აეროპორტი დატოვონ და იქ მისვლისგან თავი შეიკავონ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC წერს რომ შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტმა ქაბულის აეროპორტსა და მის შესასვლელთან მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ დატოვონ“ ტერიტორია.

მსგავსი რეკომენდაცია გასცა გაერთიანებულმა სამეფომაც და მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილზე გადასვლისკენ მოუწოდა.

”თუ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებით, გადადით უსაფრთხო ადგილას და დაელოდეთ შემდგომ რჩევას”, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ავღანეთიდან 82 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, თუმცა ქაბულის აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ათასობით მოქალაქე კვლავ გამგზავრების მოლოდინშია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img