23.04.2024
- Advertisement -spot_img

აშშ ერდოღანისგან 10 ქვეყნის ელჩების “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადების შესახებ განმარტებებს ელოდება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების, გერმანიის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, კანადის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ელჩები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის სასამართლო საქმეებში ერევიან. ერდოღანმა შაბათს ასევე განაცხადა, რომ მან საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 ქვეყნის ელჩების, რომლებმაც თურქი აქტივისტის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს, “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადება დაავალა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვებთან დაკავშირებით 10 ქვეყნის ელჩების, მათ შორის ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის, “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადების შესახებ, ვაშინგტონი ანკარის განმარტებებს ელოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ელოდებიან.

„ჩვენ ვიცით ამ ცნობების შესახებ და ველით სიცხადეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან“, – აღნიშნავს წარმომადგენელი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img