14.11.2024

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ყველა ორსულ ქალს მოუწოდებს COVID-19-ის საწინააღდმეგო ვაქცინა ჩაიტარონ

მსოფლიოში “დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ყველა ორსულ ქალს მოუწოდა COVID-19-ის საწინააღდმეგო ვაქცინა ჩაიტარონ.

მათი ინფორმაციით, აშშ – ს საავადმყოფოებში ვირუსით სერიოზულად დაავადებული არავაქცინირებული მომავალი დედების რაოდენობა შემაშფოთებლად გაიზარდა.

ამავე ინფორმაციით, მომავალი დედები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან მძიმე ავადმყოფობისა და კორონავირუსით გამოწვეული ორსულობის გართულებებისა, მათ შორის, შესაძლო, მუცლის მოშლისა და მკვდრადშობადობის. CDC მონაცემებით, ვაქცინაციის მაჩვენებლები ორსულებში დაბალია და მხოლოდ 23% -მა მიიღო მინიმუმ ერთი დოზა.

“ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, არასოდეს ყოფილა უფრო გადაუდებელი ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, რადგან ჩვენ ვდგავართ უაღრესად გადამდები “დელტა” ვარიანტის წინაშე და ვხედავთ მძიმე შედეგებს COVID-19 -ით გამოწვეული გართულებებისა არავაქცინირებულ ორსულებს შორის”,- განაცხადა CDC -ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

ამასთან, მოწოდება ასევე ეხება მეძუძურ დედებს და ქალებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ათიათასობით ორსული ქალის რეალური გამოცდილება აჩვენებს, რომ ვაქცინა მათთვის უსაფრთხოა და რომ შესაძლებელია, ორსულობისას აცრა ახალშობილისთვის გარკვეული დროით დაცვა იყოს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img