29.03.2024
- Advertisement -spot_img

აშშ-ის დაავადების კონტროლის ცენტრმა 12-15 წლის ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლის ცენტრმა 12-15 წლის ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა. 

ზოგიერთ შტატში: ჯორჯიაში, დელავერში და არკანზასში 12-15 წლის ბავშვების Pfizer-ით აცრა 11 მაისს დაიწყო.

ცნობისათვის, 10 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებისთვის გამოყენების უფლება გასცა.

FDA-მ დაადგინა, რომ Pfizer-BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აკმაყოფილებს სავალდებულო კრიტერიუმებს. უწყების ცნობით, ვაქცინის პოტენციური სარგებელი 12 წელს ზემოთ ასაკის პირებში აჭარბებს ცნობილ და პოტენციურ რისკებს, რაც ვაქცინის გამოყენებას დასაშვებს ხდის. ასევე, Pfizer-BioNTech-ის ოფიციალური განცხადებით, ცდის მესამე ფაზის შედეგით, მათი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img