18.01.2025

აშშ-ის დაზვერვა – პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის მზადაა.

ჰეინსის თქმით, რუსეთის ქმედებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს.

„ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო რადიკალურ საშუალებებს მიმართავს. პუტინი შეიძლება უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს და შემოიღოს სამხედრო მდგომარეობა რუსეთში.“ – განაცხადა ჰეინსმა  სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში.

ჰეინსის თქმით, უახლოეს პერიოდში პუტინს სურს დაიპყროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები, ასევე დაამყაროს კონტროლი ქალაქ ხერსონზე და პოტენციურად გააგრძელოს სახმელეთო ხიდი ქვეყნის სამხრეთით, დნესტრისპირეთამდე, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონამდე, სადაც ამჟამად რუსული ძალები არიან განლაგებული.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img