25.10.2021
- Advertisement -spot_img

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი- გვაქვს სააკაშვილის დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება.

„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განუცხადა დეპარტამენტმა “ამერიკის ხმას.”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4650 პირი. გუშინ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img