17.01.2022
- Advertisement -spot_img

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ქვეყნებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც ჟურნალისტებს დევნის

აშშ-ის ხელისუფლება სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, პასუხი აგებინონ დამნაშავეებს, ვინც დევნის და აშინებს ჟურნალისტებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ისწრაფვის მასმედიის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში და საზღვარგარეთ და მოვუწოდებთ სხვა ხელისუფლებებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც დევნის, აშინებს და იყენებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ“, – ნათქვამია პრაისის წერილობით განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულისა და დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა უზრუნველყოფს ლიდერების ანგარიშვალდებულებას, იცავს მოქალაქეთა უფლებებს, საზოგადოების ინფორმირებულობის გარანტია.

„ქვეყნებში ჟურნალისტები პირისპირ ეჯახებიან ძალადობის მუქარას, ან პატიმრობას. უფრო ხშირად ეს მუქარები მოდის ხელისუფლებისგან, ცდება მათი სახელმწიფოს საზღვრებს, მათ შორის, ციფრული სათვალთვალო ტექნოლოგიების არასათანადო გამოყენების გზით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ჟურნალისტების კომუნიკაციებს და ადგილსამყოფელს, რათა შეზღუდონ მათი შესაძლებლობა გააშუქონ სამთავრობო კორუფცია და რეპრესიები“ ,- დასძენს პრაისმა.

ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულისა და დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2013 წლის 18 დეკემბერს დაწესდა, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მედიიის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პრობლემებზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img