ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმას საქართველოში ლგბტ აქტივისტების, საზოგადოების წევრების და ჟურნალისტების მიმართ, ქართველებს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ხალხს, უფლება აქვთ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები მაშინაც კი, როცა ეს შეხედულებები არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივია – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ მოძალადეები.
ქართველებს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ხალხს, უფლება აქვთ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები მაშინაც კი, როცა ეს შეხედულებები არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივია. გვინდა შევახსენოთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს და სამართალდამცავ ორგანოებს მათი ვალდებულებების შესახებ, რომ დაიცვან ყველა, ვინც იყენებს საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც იყენებენ პრესის თავისუფლების უფლებას და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ სხვა ქვეყნის საელჩოებთან ერთად გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით“, – აღნიშმა ნედ პრაისმა.