20.10.2021
- Advertisement -spot_img

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოს ლიდერები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება

ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმას საქართველოში ლგბტ აქტივისტების, საზოგადოების წევრების და ჟურნალისტების მიმართ, ქართველებს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ხალხს, უფლება აქვთ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები მაშინაც კი, როცა ეს შეხედულებები არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივია – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ მოძალადეები.

ქართველებს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ხალხს, უფლება აქვთ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები მაშინაც კი, როცა ეს შეხედულებები არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივია. გვინდა შევახსენოთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს და სამართალდამცავ ორგანოებს მათი ვალდებულებების შესახებ, რომ დაიცვან ყველა, ვინც იყენებს საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც იყენებენ პრესის თავისუფლების უფლებას და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ სხვა ქვეყნის საელჩოებთან ერთად გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით“, – აღნიშმა ნედ პრაისმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს. კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img